понедельник, 27 июня 2016 г.

გაკვეთილის გეგმა

 
გაკვეთილის თემა
 საქართველოს სახმელეთო მეზობლები.
მოსწავლეთა პროფილი                    

მეხუთე კლასი.სსსმ მოსწავლე არ მყავს.
თემატური ერთეულის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან  საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას,მოსაზღვრე სახელმწიფოებს.
მიზნები და შედეგები
საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების გაცნობა, პრეზენტაციის  უნარჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
.V-VI 1;V-VI.2;
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ ვარაუდების გამოთქმა,საკუთარი  მოსაზრების დასაბუთება,ტექსტის  ირგვლივ  შეკითხვებზე პასუხის გაცემა,რუკაზე მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
ზეპირი პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
ტექსტის ქსეროასლები, საქართველოს რუკები,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
ფაზა––გამოწვევა.(10წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს  თემის  სათაურს და სვამს კითხვებს,რა იციან  მოსწავლეებმა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების  შესახებ.
B    ფაზა––ცოდნის კონსტრუირება. (20წთ)
მასწავლებელი სლაიდშოუს  გამოყენებით აწვდის ინფორმაციას საქართველოს მოსაზღვე ქვეყნების შესახებ.
შემდეგ სთხოვს გამოთქვან  მოსაზრება, საქართველოს რომელ მხარეს შეიძ;ება მდებარეობდეს რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი,  თუ  მოსწავლეები ვერ უპასუხებენ,მასწავლებელი
კედელზე  ჰკიდებს  რუკას ,შემოხაზავს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს და მოსწავლეების დახმარებით განსაზვრავს განსაზღვრას მათ მდებარეობას.
მასწავლებელი შემდეგ კლასს  ჰყოფს ჯგუფებად მზაობის  მიხედვით.დაჯგუფებისთვის იყენებს  მწვანე და წითელ ბარათებს.დაბალი მზაობის  მოსწავლეებსმწვანე,მაღალი მზაობის მოსწავლეებსწითელი.მასწავლებელი ურიგებს  მოსწავლეებს  საქართველოს  და მსოფლიო პოლიტიკურ უკებს
პირველი ჯგუფი დაადგენს საქართელოს  ადგილმდებარეობას და მეორესაქართველოს ადგილმდებარეობასა და მოსაზღვრე სახელმწიფოებს.
ბოლოს ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.
C     ფაზა –     რეფლექსია . (10წთ)
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს  კითხვების საშუალებით.შემდეგ მოსწავლეები  ავსებენ  :სქემას: ვიციმინდა ვიცოდევისწავლე.
საშინაო დავალება :5 წთ)
პირველი ჯგუფი ინტერნეტით  მოიძიებს დამატებით ინფორმაციას  მათთვის  საინტერესო თემებზე, მეორე ჯგუფი  მოამზადებს კითხვებს რისი გაგებაც სურთ.
დიფერენცირებული  სწავლება
მოსწავლეებს აჯგუფებს მზაობის მიხედვით ბარათების საშუალებით.დაბალი მზაობის მოსწავლეებს მწვანე ბარათები,მაღალი მზაობის მოსწავლეებსწითელი.მასწავლებელი მეტ ყურადღებას იჩენს დაბალი მზაობის მოსწავლეების მიმართ.
 შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

1–3
4–5
6–7
8–10
ზეპირი პრეზენტაცია

ცდილობს,მაგრამ
შეცდომების რაოდენობა ხელს უშლის აზრის გაგებას
მსჯელობს,ზოგ შემთხვევაში აზრი თანმიმდევრულად არის გადმოცემული
მსჯელობს დამაჯერებლად,შეცდომების რაოდენობა უმნიშვნელოა.წინადადებები ლოგიკურად  ებმის ერთმანეთს.
მსჯელობს გარკვევით და ამომწურავად მოჰყავს ფაქტები და არგუმენტები.მეტყველებს თანმიმდევრულად.წინადადებებს ლოგიკურად უკავშირებს ერთმანეთს
საკუთარი აზრის დასაბუთებული წარმოდგენა

უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
 აქტიური მონაწილეობა

 იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
 ხშირად მონაწილეობს
 ყოველთვის მონაწილეობს
 ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას



Комментариев нет:

Отправить комментарий