воскресенье, 3 июля 2016 г.

პროექტის სახელწოდება: რაჭის დარბაზული ტიპის ტაძრები
პროექტის მთავარი იდეა: იკვლევენ ეცნობიან და სწავლობენ რაჭის ტაძრებს,გამოყოფენ დარბაზული ტიპის ტაძრებს და აჯგუფებენ პერიოდების მიხედვით.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით,  რომ მოსწავლეების მიერ განხორციელებული კვლევა–ძიება, ინტერნეტში მოძიება, მოგზაურობა, ინტერვიუების ჩაწერა, ხელს შეუწყობს მოცემულ თემაზე ახალი ცოდნის მიღებას,მსმენელისათვის გაცნობას და ესგ –თი გათვალისწინებული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან რაჭის ისტორიული ძეგლების სიმრავლეს, გამოარჩევენ დარბაზული ტიპის ტაძრებს  და დაალაგებენ პერიოდების მიხედვით,განუვითარდებათ ინტერნეტში მოძიების კვლევის, დიალოგის,დამოუკიდებელი მოქმედების, აზროვნების, ანალიზის უნარ–ჩვევა.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი ( V-VI კლასი).
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას მოსწავლეებში,ასევე გამოუმუშავდებათ კვლევის,ინორმაციის მოპოვების,მისი დახარისხების და დამუშავების უნარ–ჩვევა.მოსწავლეები შექმნიან ექსკურსიის მარშრუტს და მის რუკას,სურათების ალბომს,გამოუშვებენ კედლის გაზეთს,გააკეთებენ მოძიებული მასალის პრეზენტაციას,შეკმნიან web გვერდს.
პროექტისათვის საჭირო რესურსი: ფოტო აპარატი,ვიდეო კამერა,ავტობუსი,კომპიუტერი,პროექტორი,კალმები,რვეულები,მოსწავლეები,ფორმატები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რაჭაში არსებულ ისტორიული ძეგლებს,მათი აშენების პერიოდებს სახელმძღვანელოების,დამატებითი დამხმარე ლიტერატურის,ინტერნეტის საშალებით.მოაწყობენ ექსკურსიას,მოამზადებენ პრეზენტაციას,შექმნიან კედლის გაზეთს, შექმნიან ფოტო ალბომს და რაჭის რუკას მასზე დატანილი ტაძრებით.
კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან:გეოგრაფია–გაეცნობიან  რაჭის გეოგრაფიულ მდებარეობას,შექმნიან ექსკურსიის მარშუტის რუს.


პროექტის ხელმძღვანელი: აკ ვაწაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:makavawadze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий